top of page
artarea-logo_edited.png

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ვართ თანამოაზრე მეამბოხეთა ჯგუფი, რომელსაც არ აკმაყოფილებს დღეს საქართველოში არსებული განათლების სისტემის ხარისხი. ჩვენი აზრით ახალგაზრდებს ჭირდებათ ბევრად უფრო თავისუფალი და მშვიდი გარემო იმისთვის, რომ შემეცნების პროცესი იყოს ერთდროულად სასიამოვნო და სასარგებლო. ჩვენთან არ იწერება ნიშნები, ჩვენ მხოლოდ ვახალისებთ ადამიანის სურვილს, მიიღოს ცოდნა. სკოლაში მოსულ ახალგაზრდას არ დახვდება სოციალურად დამძიმებული გარემო, სკოლა, ურთიერთობის, ცოდნის გაზიარების და ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენისათვის საჭირო სტიმულების კონცენტრაციის ადგილია. ჩვენი სურვილია გადმოგცეთ ის, რაც ვიცით და ეს გავაკეთოთ მაქსიმალურად თავისუფალ გარემოში. საბოლოოდ ჩვენ უნდა ვიქცეთ ცოდნის თანამზიარებელთა დიდ თემად, რომელიც მუდმივად გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შეაყვარებს ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას, ისტორიას, მეცნიერებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღუძრავს ემპათიას. ჩვენ გვინდა შენთან მეგობრობა. გობი კი ჩვენი სკოლაა, საიდანაც ყველა წაიღებს წილ ცოდნასა და ბედნიერებას.

© 2025 ArtareaED 

bottom of page