top of page

ჩემი ADHD ცხოვრება

თამარ თანდაშ ვილი
კურსი განკუთვნილია 18+ ასაკის მსმენელისთვის
- 8-სესიისგან შემდგარი კურსი ზრდასრულთათვის
კურსი „ჩემი ADHD ცხოვრება“ შექმნილია ზრდასრულთათვის, ვისაც აქვს ADHD-ის დიაგნოზი ან თვითდიაგნოსტირებულია. კურსი აერთიანებს ფსიქოსაგანმანათლებლო, თვითშემეცნებით და solution-based მიდგომებს.
კურსის მთავარი მიზანია, მონაწილეებმა საკუთარი თავის მიმართ ნაკლები სირცხვილი და მეტი ემპატია განიცადონ და გააცნობიერონ, რომ ცხოვრებისეული სირთულეები მათი ხასიათის სისუსტეზე სულაც არ მიანიშნებს,. აგრეთვე შეიმუშაონ თანამგრძნობი და ეფექტური მეთოდოლოგია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
კურსში განსახილველი თემები
ADHD-ის გააზრება ზრდასრულ ასაკში
რას ნიშნავს ADHD ზრდასრულ ცხოვრებაში და რატომ არ დაიყვანება იგი მხოლოდ ყურადღების დეფიციტამდე. ეს სესია მონაწილეებს დაეხმარება საკუთარი გამოცდილების ახლებურად დანახვასა და თვითბრალდების თვითგააზრებით შეცვლაში.
ემოციური სამყარო ADHD ადამიანებში
რატომ არის ამ ადმიანების ემოციები ასეთი ძლიერი ან რატომ იცვლება მათი შინაარსი კალეიდოსკოპური სისწრაფით. მონაწილეები დაიწყებენ იმ გზების გაცნობიერებას, რომლებიც ემოციური რეგულაციის გაძლიერებას უწყობს ხელს.
Rejection Sensitive Dysphoria — უარყოფისადმი მტკივნეული მგრძნობელობა
რატომ შეიძლება კრიტიკა, უარყოფა ან გაუგებრობა განსაკუთრებით მწვავედ განიცდებოდეს ADHD-ის დროს. სესია დაეხმარება მონაწილეებს ამ გამოცდილების ამოცნობასა და მისი გავლენის შემსუბუქებაში.
მეტყველების თავისებურებები და კომუნიკაცია
ADHD ხშირად აისახება მეტყველების ტემპზე, აზრის გადმოცემაზე, თემიდან თემაზე გადასვლასა და კომუნიკაციურ გაუგებრობებზე. ეს სესია მიმართული იქნება უფრო გაცნობიერებული და ეფექტური ურთიერთობის უნარებისკენ.
სიცოცხლის შეგრძნება და ცხოვრებიდან გამორთულობის განცდა
ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თითქოს ცხოვრობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ერთვება საკუთარ ცხოვრებაში. ამ სესიაზე გავაანალიზებთ შინაგანი გამორთულობის შეგრძნებას და გავავარჯიშებთ სიცოცხლის მკაფიოდ შეგრძნების უნარს.
მოტივაციის არქონა, საქმის დაწყებისა და დასრულების სირთულე
რატომ არ არის ეს მხოლოდ ნებისყოფის პრობლემა და რა დგას „ვიცი, მაგრამ ვერ ვაკეთებ“ გამოცდილების უკან. მონაწილეები ისწავლიან მეთოდოლოგიას, რომელიც მათ ყოველდღიურ ფუნქციონირებას გაუმარტივებთ.
თანმდევი შფოთვა, დეპრესია და არადიაგნოსტირებული ADHD-ის ფასი
რა ემოციური და სოციალური შედეგები მოაქვს წლების განმავლობაში დაუდგენელ ADHD-ს. სესია დაეხმარება მონაწილეებს, უკეთ გაარჩიონ ძირითადი და თანმდევი სირთულეები და უფრო სერიოზულად დაინახონ მხარდაჭერის მნიშვნელობა.
დიაგნოზებთან დამეგობრება, ADHD ტვინის უპირატესობები და ცხოვრებაში გაბრწყინების შესაძლებლობა
როგორ შეიძლება დიაგნოზი იქცეს არა იარლიყად, არამედ თვითგააზრებისა და თვითგანვითარების ინსტრუმენტად. დასკვნით სესიაში ყურადღებას გავამახვილებთ საკუთარი თავის მხარდაჭერისა და განვითარების პრაქტიკულ გზებზე.
4 მაისიდან 2 თვე
ორშაბათი 20:00 საათი
ფასი 395₾
bottom of page