top of page
image.png

ამბის თხრბა

I კვირა — ამბის ძალა თეორია: რა არის ამბავი და რატომ უყვართ ადამიანებს ამბების მოსმენა. ისტორიის როლი კულტურასა და ყოველდღიურობაში. სავარჯიშოები: •წრეში ყოველი მონაწილე ჰყვება 1 წუთიან ამბავს ბოლო კვირიდან. •თამაში: „ამბის გაგრძელება“ — ერთი იწყებს, შემდეგი აგრძელებს. მასალები: დაფა, მარკერები, რვეულები, კალმები. დავალება: ჩაიწერონ დღიურში ერთი დღის ამბავი და წაიკითხონ შემდეგ შეხვედრაზე. ________________________________________ II კვირა — პერსონაჟები თეორია: პერსონაჟის მნიშვნელობა; როგორ ვაჩვენოთ გმირის მიზნები და დაბრკოლებები. სავარჯიშოები: •შექმენი პერსონაჟი სამი ფრაზით („ვინ არის?“, „რას უნდა?“, „რა უშლის ხელს?“). •ხატვის აქტივობა: დახატონ თავიანთი პერსონაჟი და სამი სიტყვით აღწერონ. მასალები: ქაღალდები, ფლომასტრები, ფანქრები. დავალება: გამოიგონონ პერსონაჟი, რომელსაც განსაკუთრებული სურვილი ან მიზანი აქვს. ________________________________________ III კვირა — კონფლიქტი თეორია: კონფლიქტი, როგორც სიუჟეტის მამოძრავებელი ძალა. სავარჯიშოები: •ჯგუფური დისკუსია: საყვარელ ფილმებში მთავარი კონფლიქტის აღმოჩენა. •მცირე თამაში: „კონფლიქტის ამოცნობა“ — მოცემულ სიტუაციაში იპოვონ პრობლემა. მასალები: დაფა, მარკერები. დავალება: დაწერონ მოკლე ამბავი პერსონაჟზე, რომელსაც დაბრკოლება აქვს. ________________________________________ IV კვირა — სიუჟეტის სტრუქტურა I თეორია: დასაწყისი — შუა — დასასრული. სავარჯიშოები: •ფრაგმენტებად დაჭრილი ამბის სწორად აწყობა. •ჯგუფური დავალება: რამდენიმე მოცემულობისგან ამბის შექმნა მასალები: წინასწარ მომზადებული ტექსტის ფრაგმენტები. დავალება: შექმნან საკუთარი ამბის სქემა 5–7 წინადადებით. (აუთლაინი) ________________________________________ V კვირა — სიუჟეტის სტრუქტურა II თეორია: სიუჟეტის განვითარება და კულმინაცია. გმირის მოგზაურობის მარტივი მოდელი. სავარჯიშოები: •სიუჟეტის რუკის შევსება. •თამაში: გმირის მარშრუტისა და პრობლემების რუკა მასალები: სქემები, ქაღალდები. დავალება: დაწერონ ამბავი, სადაც გმირი რთულ გადაწყვეტილებას იღებს. ________________________________________ VI კვირა — დიალოგი თეორია: რეალური და მხატვრული დიალოგის განსხვავება. სავარჯიშოები: •წყვილებში დაწერონ მოკლე დიალოგი. •როლური თამაში: დიალოგის სცენის წაკითხვა და გათამაშება. მასალები: რვეულები, კალმები. დავალება: დაწერონ 1–2 გვერდიანი ამბავი, სადაც დიალოგი მთავარ როლს თამაშობს. ________________________________________ VII კვირა — გარემო და ატმოსფერო თეორია: როგორ ვაჩვენოთ სივრცე და ატმოსფერო ხუთი შეგრძნების გამოყენებით. სავარჯიშოები: •ნაცნობი ადგილის აღწერა მხოლოდ სუნის, მხოლოდ ფერის ან მხოლოდ ხმაურის გამოყენებით. •ჯგუფში წაკითხვა და სხვების აზრი, რა განწყობას იწვევს. მასალები: რვეულები, ფლომასტრები. დავალება: შექმნან სცენა, სადაც გარემო გმირის ემოციას გამოხატავს. ________________________________________ VIII კვირა — ემოცია და მეტაფორა თეორია: ემოციის როლი ისტორიაში. მეტაფორების და სიმბოლოების გამოყენება. სავარჯიშოები: •ერთი და იგივე ამბის მოყოლა სამ ემოციაში: მხიარულად, სევდიანად და დრამატულად. •მეტაფორების ძიება ყოველდღიურ გარემოში მასალები: რვეულები, კალმები. დავალება: დაწერონ ამბავი, სადაც მინიმუმ ერთი მეტაფორა გამოიყენეს. ________________________________________ IX კვირა — პერსპექტივა და მთხრობელი თეორია: პირველი პირი vs მესამე პირი; სანდო და არასანდო მთხრობელი. სავარჯიშოები: •ერთი და იგივე ამბის მოყოლა ჯერ პირველი, მერე მესამე პირით. •არასანდო მთხრობელის მაგალითის შექმნა (გააზავონ ტყუილებით). მასალები: დაფა, რვეულები. დავალება: გადაწერონ საკუთარი ამბავი სხვა პერსპექტივით. ________________________________________ X კვირა — იუმორი და დრამა თეორია: როგორ ვიმუშაოთ განსხვავებულ ტონალობაზე. სავარჯიშოები: •ერთი ამბის ორი ვარიანტი: იუმორით და დრამატულად. •ჯგუფის წევრები აფასებენ, რომელი უფრო მოქმედებს მათზე. მასალები: მოკლე ტექსტები, ვიდეოფრაგმენტები. დავალება: დაწერონ 1–2 გვერდიანი ამბავი იუმორით ან დრამატულად. ________________________________________ XI კვირა — ამბის საბოლოო ფორმა თეორია: რედაქტირების მნიშვნელობა. ტექსტის „გაწმენდა“ ზედმეტისგან. სავარჯიშოები: •ერთმანეთის ტექსტების წაკითხვა და რჩევების მიცემა. მასალები: ბეჭდური ტექსტები, კალმები. დავალება: დაასრულონ საკუთარი ამბავი პრეზენტაციისთვის. ________________________________________ XII კვირა — ფინალური პრეზენტაცია თეორია: საჯარო გამოსვლის ტექნიკა: ხმა, ტონი, პაუზა, ჟესტი. სავარჯიშოები: •ხმისა და რიტმის სავარჯიშოები. •ყველა მონაწილე წარადგენს საკუთარ ამბავს. მასალები: პატარა სცენა, ტელეფონი/კამერა ჩასაწერად. დავალება: წერილობითი ან აუდიო ჩანაწერი — რას ნიშნავს მათთვის ამბის მოყოლა.

WhatsApp Image 2025-09-09 at 15.17.11_54a1c020.jpg

ქეთი დევდარიანი

 კურსის ხანგრძლიობა 3 თვე

ოთხშაბათი, 17.00საათი
კვირა, 14.00საათი

კურსის ღირებულება თვეში 250₾

© 2026 ArtareaED 

bottom of page