

როგორ გავხდე ჩემი ცხოვრების ავტორი
კურსი რეკომენდებულია 18+ ასაკის მსმენელთათვის
თამარ თანდაშვილი
განვლილ ცხოვრებას ხშირად სინანულით ვიხსენებთ ხოლმე და ჩვენს თავს ვეკითხებით: ნუთუ, სულ ეს არის ჩემი ცხოვრება? მართალია, გაშვებული შესაძლებლობების მოტრიალება არ ხელგეწიფება, მაგრამ, რას იტყვი, სიცოცხლის დარჩენილი ნაწილის შეთხზვა მხოლოდ შენზე რომ იყოს დამოკიდებული? დაინტერესდებოდი, თუ როგორ შეგიძლია, იცხოვრო აზრით სავსე და რაც მთავარია, შენი თავის ერთგული ცხოვრებით?
შეხვედრების თემები:
თავდაკარგულობა - ვინ, რა და როგორ გვაკვარგინებს ნამდვილ საკუთარ თავს და შესაბამისად - ჩვენს ცხოვრებას
ჩემს თავთან საუბრისა და რეფლექციის არაორდინალური გზები - როგორ ჩავწვდე გაუცნობიერებელ ემოციებს, შინაარსებს და ღრმად დამარხულ სურვილებს?
ჩემი თავის გახსენება; ჩვენ სრულყოფილები ვიბადებით. რას მოიცავდა ჩემი სრულყოფილება ბავშვობაში.
ჩემი ნიჭის, ტალანტისა და ოცნებებისკვლავაღმოჩენა. ჩემი შესაძლებლობები ზღვარდაუდებელია.
რას ვაკეთებ, თუკი ჩემი ცხოვრებით ცხოვრება ახლობელი ადამიანების ჩამოშორებითა და დაკარგვით მემუქრება.
როგორ მოვიპოვო გამბედაობა, რომ ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით
პირველი ნაბიჯი დიდი ცვლილების გზაზე - ცხოვრების პრაგმატული ფილოსოფია
როგორ ვიცხოვრო ჩემი თავის ერთგულად საყოფაცხოვრებო ყოველდღიურობაში; თანამოაზრეები, რიტუალები, რუტინა და გეგმა.